სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში ეძებს სადაზღვევო კომპანიას, რომელიც გაგვიწევს მოძრავი ქონების დაზღვევის მომსახურებას პროექტის “REDI” ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების მხარდასაჭერად.
მოთხოვნილი სერვისი: Wi-Fi წვდომის წერტილებისა და ციფრული სასოფლო ჰაბების განსათავსებლად საჭირო აღჭურვილობის (სატელეკომუნიკაციო ტექნიკა/მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა და ა.შ.), შემდგომში“მოძრავი ქონება” დაზღვევა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფაილი.
განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოგზავნის გზით, არაუგვიანეს 2025 წლის 5 მაისისა თბილისის დროით 23:59 საათამდე, შემდეგ მისამართზე: redi@solidarityfund.pl
კითხვები ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე redi@solidarityfund.pl საბოლოო ვადის გასვლამდე.
* ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.